წამყვანი ამერიკული საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის პროგნოზით, მომდევნო ორ წელიწადში ჩინური საფონდო ინდექსი მინიმუმ 30%-ით გაიზრდება.
როგორც Goldman-ის ანალიტიკოსები განმარტავენ, ჩინური კომპანიების აღმასვლა ქვეყნის ეკონომიკური ზრდით, მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკით და გაზრდილი ინვესტიციებით იქნება განპირობებული.
განსაკუთრებით პოზიტიური მოლოდინები ექსპერტებს ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ აქვთ, რომელთაც ბოლო წლების განმავლობაში ამერიკული კომპანიების აქციებთან შედარებით დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ.
პროგნოზის გადახედვის ფონზე, Goldman-ის ანალიტიკური დეპარტამენტი რეკომენდაციას MSCI China Index-ს უწევს, რომელიც უმსხვილეს ჩინურ კომპანიებს აერთიანებს.




























