მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Goldman Sachs-ის სტრატეგის თქმით, S&P 500-ის დიდი ამონაგების ეპოქა დასრულებულია

Goldman Sachs

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, Goldman Sachs-ის სტრატეგის, დევიდ კოსტინის შეფასებით, აშშ-ის ხუთასი უდიდესი კომპანიის ამსახველი საფონდო ინდექსის, S&P 500-ის საშუალოზე მაღალი წლიური ამონაგების ეპოქა დასრულებულია. როგორც ბანკის ანგარიშში ვკითხულობთ, ამ ტენდენციაზე ინვესტორების მიერ ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო აქტივების, მათ შორის სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ მზარდი დაინტერესება მიანიშნებს.

როგორც Goldman Sachs-ში ვარაუდობენ, მომდევნო დეკადის განმავლობაში S&P 500 საშუალოდ 3%-იან წლიურ ამონაგებს დააფიქსირებს, როცა გასულ ათწლეულში, S&P 500-ის საშუალო წლიურმა ამონაგებმა 13% შეადგინა, ხოლო საფონდო ინდექსის გრძელვადიანი საშუალო ამონაგები 11%-ის ტოლია. იმ შემთხვევაში, თუ Goldman Sachs-ის ოპტიმისტური პროგნოზი გამართლდება, S&P 500-ის საშუალო წლიური ზრდა მაინც გრძელვადიან საშუალოზე დაბლა, 7%-ის ფარგლებში განისაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები