მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა

61c711a46a932
დავით ჯალაღონია
25.12.21 16:40
633
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ52-კმ106 მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ52-კმ106 მონაკვეთზე მოიხსნა ტრაილერების გადაადგილების შეზღუდვა, ხოლო ამავე გზის კმ12-კმ52 მონაკვეთზე, ჯერჯერობით, თოვისა და ლიპყინულის გამო, კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები