მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3-7 ივლისს ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

649fc4ccba870
BM.GE
01.07.23 10:08
775
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც დროის გარკვეულ პერიოდში საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.

როგორც bm.ge-ს გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, 2023 წლის 3 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები