გომი-სავანეს გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.




























