მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google $175 მლნ-ს გაიღებს ფერადკანიანთა დასაქმებაზე ორიენტირებული ბიზნესებისთვის

5eeb2290cd00d
ნათია თაქთაქიშვილი
18.06.20 19:00
766
Google-ის და Alphabet-ის ხელმძღვანელი სუნდარ პიჩაი აცხადებს, რომ მისი კომპანია 175 მილიონ აშშ დოლარზე მეტს გაიღებს იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ფერადკანიანთა დასაქმებაზე არიან ორიენტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას  CNBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Google-ის ხელმძღვანელი ასევე აპირებს ფერადკანიანი ადამიანების რიცხვის გაზრდას კომპანიის მენეჯმენტში.სუნდარ პიჩაის განცხადებით, მისი მიზანია ფერადკანიანი ადამიანების დასაქმება მის კომპანიაში მინიმუმ 30%-მდე გაზარდოს 2025 წლისთვის.

ამჟამად, ფერადკანიანი ადამიანები Google-ის მთლიანი სამუშაო ძალის მხოლოდ 3.3%-ს შეადგენს.

პიჩაი აცხადებს, რომ 175 მილიონი აშშ დოლარიდან, 50 მილიონი აშშ დოლარი მცირე ბიზნესების დასაფინასებლად დაიხარჯება, რომლებიც ფერადკანიანთა დასაქმებაზე არიან ორიენტირებული, 100 მილიონი აშშ დოლარი - ფერადკანიანი მეწარმეების მხარდასაჭერად, ხოლო თანხის დანარჩენი ნაწილი ფერადკანიანთა გადამზადებას და ტრენინგებს მოხმარდება.