მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google Cloud-ის ბიზნესი შემოსავალს კარგავს

601a8c4f30d97
თათია კაკიაშვილი
03.02.21 22:35
790

Google Cloud-ის ბიზნესი შემოსავალს კარგავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტექნოლოგიურმა გიგანტმა კომპანიამ 2020 წლის ბოლო კვარტალში 1,2 მილიარდი დოლარის ოპერაციული ზარალი გაასაჯაროვა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 4%–ით გაუარესებულია. კომპანიამ მთელი წლის განმავლობაში 5.6 მილიარდი დოლარი დაკარგა, რაც 2019 წლის შედეგებზე თითქმის 21%-ით მეტია.

Google-ში აცხადებენ, რომ კომპანიის საერთო ბიზნესი მშვენივრად მუშაობს, თუმცა წმინდა მოგება 15,2 მილიარდი დოლარია - 43%-ით მეტი - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ Google-ის ძირითადი შემოსავალი სარეკლამო საქმიანობაზეა დამოკიდებული, კომპანია წლების განმავლობაში მუშაობს, რომ დივერსიფიცირება მოახდინოს თავისი შემოსავლის საშუალებით და ფსონებს სხვადასხვა ამბიციურ პროექტზე დებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები