მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google DeepMind-ის წამყვანი მკვლევარი Anthropic-ში გადავიდა - კომპანიის აქციები დაეცა

ჯონ ჰამპერი
სტატიაში საუბარია:

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Google DeepMind-ის უფროსმა მკვლევარმა ჯონ ჯამპერმა კომპანია დატოვა და ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ, Anthropic-ში გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერმა ეს გადაწყვეტილება კორპორაციაში თითქმის 9-წლიანი მუშაობის შემდეგ მიიღო.

როგორც მედია წერს, ჯამპერის მიერ გადადგმული ნაბიჯი ტექნოლოგიურ სექტორში მიმდინარე "ტალანტების ომის" ნაწილია, თუმცა არ არის ცნობილი, რა თანხის სანაცვლოდ გადაიბირა ტრილიონიანმა სტარტაპმა მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის წამყვანი მკვლევარი.

გამოსამშვიდობებელ სიტყვაში, ჯონ ჯამპერმა Google DeepMind-ს განსაკუთრებული გაერთიანება უწოდა და კომპანიის მიმართ მადლიერება გამოხატა. საპასუხო პოზიცია სოციალურ ქსელში Google-ის ტოპ-მენეჯერმა, დემის ჰასაბისმაც დააფიქსირა. მან ჯამპერს AlphaFold-ის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისმა ინოვაციამ სამყარო შეცვალა, მედიცინაში კი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები გაზარდა.

ცნობისთვის, ჯონ ჯამპერმა 2024 წელს დემის ჰასაბისთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ის ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური სისტემის, AlphaFold-ის თანაშემქმნელია. დასახელებულმა მოდელმა ცილების 200 მილიონზე მეტი სტრუქტურა იწინასწარმეტყველა და ბიოლოგიური თუ სამედიცინო კვლევების პროცესი წლებით შეამცირა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჯონ ჯამპერის წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე Google-ი კიდევ ერთმა წამყვანმა სპეციალისტმა დატოვა. კომპანიის ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტმა და Gemini-ის მოდელების თანახელმძღვანელმა, ნოამ შაზირმა OpenAI-ში გადაინაცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები