მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google-ი ბრიტანეთში $6.8 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

ბრიტანეთი
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა ტექ-გიგანტმა, Google-მა დააანონსა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში დამატებით $6.8 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დროში დაემთხვა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტს დიდ ბრიტანეთში.

რაც შეეხება ინვესტირების დანიშნულებას, როგორც Google-ში აცხადებენ, თანხის უდიდესი ნაწილი ლონდონის სიახლოვეს ახალი დატა ცენტრების აშენებას მოხმარდება. დანარჩენი კი ბრიტანეთის მასშტაბით Google Cloud-ის, საძიებო სისტემისა და რუკების სერვისების განვითარებას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ ინვესტიცია განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოხდება, რაც მოიცავს დატა ცენტრების მდგრადი დიზაინით აგებას, გაგრილების ალტერნატიული მეთოდების გამოყენებას და სხვა ეკოლოგიურად სუფთა მიდგომების დანერგვას. როგორც Google-ში აცხადებენ, 2026 წლის ბოლომდე დიდ ბრიტანეთში მოქმედი მათი ობიექტები CO2-ის ემისიას 95%-ით შეამცირებენ. ანალიტიკოსების შეფასებით, Google-ის გადაწყვეტილება არამარტო ტრამპის ვიზიტთან, არამედ ბრიტანეთის ეკონომიკის მიმართ კომპანიის ნდობის ზრდასთანაა დაკავშირებული, რაც, მეტწილად, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის რეფორმების დამსახურებად მიიჩნევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები