მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google-ი და Gucci ხელოვნური ინტელექტის ჭკვიან სათვალეს ერთობლივად შექმნიან - პროდუქტი 2027 წელს გამოვა

Google-ის ჭკვიანი სათვალე
სტატიაში საუბარია:

ფრანგული კონგლომერატი Kering-ი, რომელიც Gucci-ს ბრენდს ფლობს, Google-თან პარტნიორობით ჭკვიანი-სათვალეების გამოშვებას 2027 წლიდან გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუკა დე მეომ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

აღნიშნული ნაბიჯით Gucci შესაძლოა გახდეს ფუფუნების საგნების მწარმოებელი პირველი მსხვილი ბრენდი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სექტორში შევა.

ახალი პროექტი იტალიურ-ფრანგული EssilorLuxottica-სთვის პირდაპირი კონკურენციის გაწევას ისახავს მიზნად. განმარტებისთვის, საუბარია კომპანიაზე, რომელიც Meta-სთან თანამშრომლობით Ray-Ban-ის ჭკვიან სათვალეებს აწარმოებს. როგორც ირკვევა, ლუკა დე მეოს სტრატეგია მიზნად Kering-ის სათვალეებისა და საიუველირო მიმართულებების გაფართოებას ისახავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებით კომპანიას Gucci-ს გაყიდვების გაზრდა და ბიზნესის დივერსიფიკაცია სურს. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებულმა კონფლიქტმა კორპორაციის გეგმები შეცვალა და შემოსავლები შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები