მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის $80 მილიარდის მოზიდვას გეგმავს

ბრიტანეთი
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Alphabet-მა დააანონსა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის $80 მილიარდის მოზიდვას გეგმავს.

როგორც ირკვევა, ამ პროცესში საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-იც ჩაერთვება, რომელმაც ტექ-გიგანტში $10-მილიარდიან ინვესტიციის განხორციელებაც უკვე დაადასტურა.

რაც შეეხება კაპიტალის მოზიდვის მიზეზს, ანალიტიკოსები მენეჯმენტის გადაწყვეტილებას ბაზარზე არსებული უპრეცედენტო მოთხოვნით ხსნიან. როგორც ირკვევა, ბოლო თვეებია Google-ის ხელოვნური ინტელექტის, Gemini-ს სერვისებზე მომხმარებელთა მოთხოვნა კომპანიის მიწოდების შესაძლებლობებს მკვეთრად აჭარბებს. შესაბამისად, ტექნოლოგიური გიგანტი ძირითადი ინფრასტრუქტურის გაფართოებას საჭიროებს, ეს კი ამ ეტაპისთვის სწორედ კაპიტალის მოზიდვითაა შესაძლებელი.

როგორც ცნობილია, მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, Alphabet-მა მიმდინარე წლის კაპიტალური დანახარჯების მოცულობა მკვეთრად, $175-$185 მილიარდიდან $180-$190 მილიარდამდე გაზარდა, თუმცა, როგორც ირკვევა, არც ეს არის საკმარისი.

რაც შეეხება ფინანსურ დეტალებს, დაგეგმილი პროცესი რამდენიმე მიმართულებად დაიყოფა. ინიციატივა მოიცავს იმ $30-მილიარდიან საგარანტიო შეთავაზებას, სადაც $15 მილიარდი სავალდებულო კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების სახით განთავსდება. პარალელურად, კომპანია დაიწყებს იმ $40-მილიარდიან პროგრამას, რომელიც A და C კლასის აქციების საბაზრო რეალიზაციას გულისხმობს და მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ Alphabet-ი ტექნოლოგიური გიგანტის, Google-ის მშობელი კომპანიაა. ის გლობალური ტექნოლოგიური ბაზრის ლიდერად მიიჩნევა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები