მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ი საინვესტიციო მოლაპარაკებებს Character.AI-სთან აწარმოებს - Reuters

character.ai
სტატიაში საუბარია:

ტექნოლოგიური გიგანტი Google ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Character.AI-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ კომპანია AI "ჩატბოტი"-სთვის ასობით მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს, რაც სტარტაპს თავისი მოდელის განვითარებასა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაში დაეხმარება.

ინვესტიცია Character.AI-სა და Google-ს შორის უკვე არსებულ პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

Character.AI Google-ის ყოფილი თანამშრომლების მიერ შექმნილი "ჩატბოტია", რომელიც მომხმარებლებს ცნობილი ადამიანებისა და პერსონაჟების ვირტუალურ ვერსიებთან საუბრის საშუალებას აძლევს.

სერვისით სარგებლობა უფასოა, თუმცა ასევე ვხვდებით ყოველთვიური გამოწერის ფუნქციასაც, რომელიც $9.99 ღირს და ხანგრძლივი ვირტუალური რიგის გამოტოვებაში გეხმარება.

Similarweb-ის თანახმად, Character.AI-ის მომხმარებელთა 60% 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან. აღნიშნული დემოგრაფია კომპანიას უკეთ პოზიციონირებაში ეხმარება, როგორც მხიარული, პერსონალური AI კომპანიონი, განსხვავებით OpenAI-ის ChatGPT-სგან.

ამოქმედებიდან პირველ 6 თვეში Character.AI-მ 100 მილიონი აქტიური მომხმარებელი დააგროვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები