ევროპული საძიებო სისტემები Ecosia და Qwant, რომლებიც კონკურენციას Google-ს უწევენ, პარტნიორობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ, რომლის თანახმადაც, უნდა შეიქმნას “ევროპული ძებნის ინდექსი” და კონტინენტის მასშტაბით მსხვილ ამერიკულ ტექკომპანიებზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს.
ორი კომპანია საერთო წამოწყებაზე შეთანხმდა, რომელსაც European Search Perspective ეწოდება და Ecosia და Qwant-ი წილებს 50/50-ზე გაიყოფენ. ახალი სისტემა საფრანგეთში, 2025 წლის დასაწყისიდან გაეშვება და მიზნად Google-ისთვის კონკურენციის გაწევას, ფრანგულ და გერმანულ ენაზე, ისახავს - Ecosia-ს სათავო ოფისი ბერლინში, Qwant-ის კი პარიზში მდებარეობს.
ფრანგული კომპანია მომხმარებელთა უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული და პირობას დებს, რომ ის არ ინახავს მომხმარებლის პირად ინფორმაციას და არ აზიარებს ან ყიდის მას. გერმანული საძიებო სისტემის მთავარი მიზანი კი მწვანე ინიციატივების განხორციელებაა - Ecosia პლატფორმაზე შესრულებულ 50 საძიებო სესიაზე ერთი ხის დარგვის პირობას დებს.
საძიებო ინფრასტრუქტურის ინდუსტრიაში Google-ს ამჟამად ბაზრის 90%-იანი წილი უჭირავს. მეტიც, Google-ის ალტერნატიული პლატფორმები მაინც ტექნოლოგიური გიგანტების, მათ შორის Google-ის ან Microsoft-ის პლატფორმაზე არიან დამოკიდებული.