მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google-ის შემოსავლები მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

Google
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა ფენომენალური კვარტალური შედეგები წარმოადგინა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიამ 90 მილიარდ 200 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც თითქმის $1 მილიარდით აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

მოსალოდნელზე უკეთესი შედეგების ფონზე, კომპანია ინვესტორებზე გასანაწილებელი დივიდენდის მოცულობას 5%-ით ზრდის და თან 70 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვას აანონსებს, რაც Google-ის აქციონერებისათვის განსაკუთრებით სასიხარულო სიახლეს წარმოადგენს.

კვარტალური შედეგების წარმოდგენის შემდეგ, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების შეფასება მკვეთრად გაიზარდა და Google-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები