მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ის წარმატების ისტორია

Google
სტატიაში საუბარია:

Google-ი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციაა, რომელმაც ადამიანების ცხოვრება ძირეულად შეცვალა. Google-ის გამოჩენამდე საჭირო ინფორმაციის ძიების პროცესი ურთულესი იყო და ის ხშირად ბიბლიოთეკებში საათების გატარებასთან იყო დაკავშირებული.

თავად Google-ის იდეა სტენფორდის უნივერსიტეტში, ორი სტუდენტის, ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის გონებაში დაიბადა 1995 წელს. მათ წარმოადგინეს თეზისი ინტერნეტში დაფუძნებული საძიებო სისტემის შესახებ, რომელსაც ინფორმაციის სორტირება რელევანტურობის მიხედვით უნდა შესძლებოდა და წყაროებად ინტერნეტში წარმოდგენილი ვებგვერდები უნდა გამოეყენებინა.

Google-ის იდეა უნიკალური იმით იყო, რომ ის ვებგვერდების რეიტინგს არა საერთო ნახვების მიხედვით, არამედ რელევანტურობის მიხედვით ადგენდა, რაც 1995 წელს ინოვაციური მიგნება იყო.

სტუდენტური პროექტი მალევე იქცა სტარტაპად და კომპანიის დაფუძნების დროც მოვიდა. 1998 წელს ანტრეპრენიორებმა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი მართლწერის შეცდომა დაუშვეს, რაც კომპანიის სახელს უკავშირდება.

საქმე ისაა, რომ კომპანიის დამფუძნებლებს საძიებო სისტემისთვის ერთი უცნაური რიცხვის პატივსაცემი სახელის დარქმევა უნდოდათ. ეს რიცხვი იყო 1, რომელსაც 100 ნული მოჰყვებოდა და მას გუგოლი ჰქვია. ბრინმა და პეიჯმა კომპანიის რეგისტრაციისას ვერ გაიხსენეს ამ რიცხვის დაწერის ზუსტი ფორმა და მას სახელი შეცდომით დაარქვეს, ანუ კომპანიის სახელი უნდა ყოფილიყო გუგოლი და არც გუგლი.

ტაიპოიანი სახელის მიუხედავად, 25 წელიწადში გუგლი ჭეშმარიტ ტექნოლოგიურ ტიტანად იქცა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1 ტრილიონ 778 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს.

ამ მაჩვენებელზე შთამბეჭდავი კი ისაა, რომ Google-ი გლობალური საძიებო ბაზრის 92%-ს აკონტროლებს, ანუ ინტერნეტში თუ რაღაცას ეძებ, ამისათვის, სავარაუდოდ, გუგლს იყენებ. უფრო მეტიც, დროსთან ერთად, დაგუგვლა თავად ძიების სინონიმადაც კი ჩამოყალიბდა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.