ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა 23 მილიარდ დოლარად ნიუ-იორკში ბაზირებული ტექნოლოგიური სტარტაპის, Wiz-ის შეძენა გადაწყვიტა.
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია სულ 4 წლისაა, თუმცა მან უკვე მიიქცია უმსხვილესი ინვესტორების ყურადღება, რაც მისი ინოვაციური სერვისითაა განპირობებული. Wiz-ის საქმიანობის სფერო კიბერუსაფრთხოებას უკავშირდება, ის მომსახურებას უწევს Cloud-სერვისების მქონე კომპანიებს, მათ შორის, AWS-ს, Microsoft-სა და Google-ს.
თავად სტარტაპი ისრაელშია დაფუძნებული, თუმცა სწრაფი ზრდის ფონზე, Wiz-ის სათავო ოფისი ნიუ-იორკში გადმოიტანეს, რათა მას მეტი ინვესტორი მოეზიდა. ამჟამინდელი მდგომარეობით, Wiz-ს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპი, რომელიც უახლოეს მომავალში Google-ის შვილობილი გახდება.
თავად Google-ს რაც შეეხება, მისი საბაზრო შეფასება 2 ტრილიონ 200 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის გლობალური საძიებო ბაზრის უპირობო ლიდერია.