Google-მა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც გასაიდუმლოებული სამუშაოებისთვის ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოყენებას ითვალისწინებს. გამოცემა The Information-ის ცნობით, დოკუმენტი პენტაგონს აძლევს უფლებას, ტექნოლოგიური გიგანტის რესურსები ნებისმიერი კანონიერი სამთავრობო მიზნისთვის გამოიყენოს. აღსანიშნავია, რომ ამ გარიგებით Google-ი სემ ოლტმენის OpenAI-ს, ილონ მასკის xAI-სა და მსგავს იმ კომპანიებს შეუერთდა, რომლებმაც ანალოგიური ვალდებულება უკვე აიღეს.
როგორც ირკვევა, გასაიდუმლოებული შეთანხმება ისეთი სენსიტიური ამოცანების შესასრულებლად გამოიყენება, როგორიებიცაა სამხედრო მისიების დაგეგმვა და სამიზნეების შერჩევა. ხელშეკრულების თანახმად, Google-ი ვალდებული იქნება, მთავრობის მოთხოვნით ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების პარამეტრები და ფილტრები შეცვალოს. აღსანიშნავია, რომ კომპანია ტექნოლოგიის მასობრივი თვალთვალისა თუ ავტომატური იარაღის შესაქმნელად გამოყენებას არ დაუშვებს.




























