ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა macOS-ისთვის Gemini-ის სპეციალური აპლიკაცია გამოუშვა. მისი ჩამოტვირთვის შემდეგ მომხმარებლებს ხელოვნურ ინტელექტთან წვდომა ბრაუზერის გახსნის შორის გარეშე შეეძლებათ. როგორც Google-ში აცხადებენ, პროგრამა კომპიუტერზე მუშაობის პროცესში ჩეთბოტის გამოყენებას საგრძნობლად ამარტივებს.
აპლიკაცია კლავიატურის სპეციალური კომბინაციით (Option + Space) მყისიერად აქტიურდება. მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომლითაც Apple-ის მომხმარებლები ისარგებლებენ, იქნება ის, რომ Gemini-ს ე.წ. სქრინების გაანალიზებისა და ადგილობრივი ფაილების ნებართვით გაცნობის უფლება ექნება. ამასთან, მალე პროგრამას ე.წ. ლაივ კომუნიკაცია დაემატება, რაც აქამდე მხოლოდ Gemini-ს ტელეფონის აპლიკაციაზე იყო ხელმისაწვდომი და მომხმარებელს საშუალებას აძლევდა, AI-სთან პირდაპირ ესაუბრათ. განმარტებისთვის, მსგავსი პარამეტრი ბრაუზერის ვერსიას არ გააჩნია. აღსანიშნავია, რომ Mac-ისთვის დაწერილი აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ, ისარგებლოთ არამარტო სტანდარტული ჩეთბოტით, არამედ Nano Banana-ს ფოტო-ვიდეო გენერაციის, ასევე მუსიკის შექმნის პლატფორმებით.
სრულიად უფასო პროგრამა macOS 15-ზე და უფრო ახალი ვერსიების მქონე მოწყობილობებისთვისაა ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Google-ი Apple-ის ეკოსისტემაში საკუთარი პოზიციების გამყარებას და მომხმარებლებისთვის დესკტოპ ასისტენტის შეთავაზებას ცდილობს.




























