მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა Microsoft-ს უჩივლა – მიზეზი ანტიკონკურენტული საქმიანობაა

google vs microsoft
სტატიაში საუბარია:

ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის დაძაბულობა ახალ პიკს აღწევს - ამჯერად Google-მა ევროკავშირის კონკურენციის სააგენტოს Microsoft-ის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა.

დავის საგანი Cloud-ბიზნესს უკავშირდება, რომელშიც Microsoft Azure-ს დომინანტური პოზიცია უჭირავს. როგორც Google-ის წარმომადგენლები განმარტავენ, Microsoft-ი მომხმარებლებს ისეთ ხელშეკრულებაზე აიძულებს დათანხმებას, რომელიც მომავალში ზედმეტად ართულებს Azure-დან სხვა Cloud-სერვისზე, მაგალითად, AWS-ზე ან Google Cloud-ზე გადასვლას.

როგორც ჩანს, Microsoft-ის პლატფორმიდან მიგრაცია გართულებულია როგორც ტექნიკურად, ასევე იურიდიულად, რაც Azure-ის მომხმარებლებს პლატფორმაზე დარჩენისაკენ უბიძგებს, მიუხედავად კონკურენტების უკეთესი შეთავაზებებისა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, აღნიშნული პრაქტიკა უხეშად არღვევს ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას და ზემოხსენებული საკითხი კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს, რათა ბაზარს სამართლიან და თანასწორ პირობებში ოპერირების საშუალება მიეცეს.

აქვე, ცნობისთვის გეტყვით, რომ Google-ის საბაზრო შეფასება $2 ტრილიონს აღწევს, ხოლო Microsoft-ის კაპიტალიზაცია $3.2 ტრილიონია. ზემოხსენებული კომპანიების კოლოსალური ზომიდან გამომდინარე, მათ დასარეგულირებლად ევროკავშირმა სპეციალური კანონმდებლობა შექმნა და ე.წ. ტექნოლოგიური გიგანტების სადავო საკითხები დამოუკიდებელი კომისიის მიერ განიხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები