მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google-სა და Meta-ს შორის $10-მილიარდიანი გარიგება შედგა

გარიგება
BM. GE
23.08.25 21:00
896
სტატიაში საუბარია:

Google-მა და Meta-მ $10-მილიარდიანი გარიგება დადეს. 6-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, ცუკერბერგის კომპანია თავის ხელოვნური ინტელექტის მოდელს Google-ის მძლავრი სერვერებისა თუ მონაცემთა ცენტრების გამოყენებით გაწვრთნის.

Meta-ში მიღებული გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია სრულად “აუთსორსზე” გადადის. საქმე ის არის, რომ ახალი ობიექტების აგებას მრავალი წელი დასჭირდება, Google-თან თანამშრომლობით კი კომპანია AI-ს მოდელის განვითარების შეუწყვეტლად გაგრძელებას შეცვლის.

დროთა განმავლობაში კი ცუკერბერგის კომპანია სრულად საკუთარ სერვერებსა და მონაცემთა ცენტრებზე გადაერთვება. როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში Meta ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში ასობით მილიარდს დახარჯავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები