მსხვილი ნავთობკომპანია TotalEnergies დასთანხმდა 15-წლიან შეთანხმებას Alphabet-ის Google-ის განახლებადი ენერგიით მომარაგების შესახებ. გარიგების თანახმად, ფრანგული კომპანია ტექნოლოგიურ გიგანტს წლიურად 1.5 ტერავატ/საათი განახლებადი ენერგიით ოჰაიოში მოქმედი მზის ელექტროსადგურიდან მოამარაგებს.
მზის ენერგიის ობიექტი, რომლის მშენებლობაც დასასრულს უახლოვდება, PJM ქსელთან არის დაკავშირებული, რომელიც შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდია. ელექტროსადგური ხელს შეუწყობს Google-ის ოჰაიოს შტატის მონაცემთა ცენტრის ოპერაციების ენერგომომარაგებას.
“ეს შეთანხმება ასახავს TotalEnergies-ის შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნები, განახლებადი და მოქნილი აქტივების ინტეგრირებული პორტფელის გამოყენებით”, - განაცხადა სტეფან მიშელმა, TotalEnergies-ის გაზის, განახლებადი ენერგიისა და ელექტროენერგიის პრეზიდენტმა.
კომპანიის CEO პატრიკ პუიანემ კი აბუ-დაბიში გამართულ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ TotalEnergies-ის მიერ ელექტროენერგიაში ჩადებული მზარდი ინვესტიციები მას უფრო სტაბილური შემოსავლის ნაკადის უზრუნველყოფაში და ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი აღმავლობისა და ვარდნის ციკლების თავიდან აცილებაში ეხმარება.
პარიზის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანია შეერთებულ შტატებში 10 გიგავატი სიმძლავრის პორტფელს განათავსებს, რომელიც მოიცავს ხმელეთზე მზის, ქარის და ბატარეების დასაწყობების პროექტებს.




























