მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GoPro-მ პერსონალის 23%-ის შემცირება დააანონსა

GoPro

ექშენ-კამერების მწარმოებელმა GoPro-მ მოგებიანობის აღდგენის მიზნით პერსონალის 23%-ით შემცირება დააანონსა. კომპანიის ოფიციალური გადაწყვეტილებით, სამუშაო ადგილს 145 თანამშრომელი დაკარგავს. როგორც ირკვევა, აღნიშნული ნაბიჯი ბაზარზე გაზრდილი კონკურენციისა და შემოსავლების კლების გამო გადაიდგა.

მარეგულირებლისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, რეორგანიზაციის პროცესი 2026 წლის მეორე კვარტალში დაიწყება და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შემცირებაში მოყოლილთათვის განკუთვნილი პაკეტებისა და ჯანდაცვის შეღავათების უზრუნველსაყოფად კომპანიამ $15 მილიონი გამოყო.

ცნობისთვის, GoPro-ს ამჟამად სულ 631 თანამშრომელი ჰყავს. შეგახსენებთ, რომ GoPro-მ თანამშრომლების შემცირების ორი ტალღა 2024 წელსაც განახორციელა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 2025 წლის ბოლოსთვის მოგებაზე გასვლას გეგმავდა, ფისკალური წელი მაინც ზარალით დასრულდა.

შეგახსენებთ, GoPro-ს ბაზარზე ძირითად კონკურენციას DJI და Insta360 უწევენ. სიტუაციის გამოსასწორებლად ბრენდი NAB-ის გამოფენაზე ახალი და გაუმჯობესებული კამერების წარდგენას გეგმავს. როგორც მედია წერს, ისინი ახალი, GP3 პროცესორით იქნება აღჭურვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები