მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გორდულის“ დამფუძნებელი: „ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა"

600ae578b79fe
ნუცა ბაზლიძე
22.01.21 21:17
1052
კომპანია „გორდული“, რომელიც მომხმარებლებს ხონის რაიონის სოფელ გორდში ნაწარმოებ სხვადასხვა სახის საკვებ პროდუქტებს, მათ შორის ჩურჩხელას, ჩირს, ხილის კანფეტებს სთავაზობს, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, პროდუქცია მხოლოდ მარაგების სახითაა წარმოდგენილი და მოთხოვნამაც იკლო. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა გია ღაჭავამ განუმარტა.

„ტურიზმის სექტორში შექმნილმა მდგომარეობამ ჩვენი პროდუქციის მოთხოვნაზე საგრძნობლად იმოქმედა“, - განმარტავს „გორდულის“ დამფუძნებელი.

როგორც ის აღნიშნავს, „გორდულის“ მაღაზია ტურისტებზე იყო გათვლილი, პანდემიის ფონმა კი ეს შეცვალა. მიუხედავად ამისა, კომპანიაში კვლავ განიხილება ახალი მაღაზიისა და საწარმოს დამატება. როგორც გია ღაჭავა განმარტავს, საწარმოს მშენებლობა ამ ეტაპზე შეჩერებულია, თუმცა სამომავლოდ, მის გახსნას მაინც მოიაზრებს და დაფინანსების მიღების იმედიც აქვს.

ცნობისთვის, „გორდული“ ოჯახური ბიზნესია, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა. ღაჭავას თქმით, საწყისმა ინვესტიციამ 130 000 ლარი შეადგინა, საიდანაც 60 000 ლარს აგროკრედიტი მოიცავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები