მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გორი მოლი" იხსნება

646b320ab6f9a
BM.GE
25.05.23 10:49
14181
კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე „ვისოლ ჯგუფის" შვილობილი კომპანია - „მპ დეველოპმენტი“, კიდევ ერთ ახალ პროექტს გვთავაზობს. რუსთავი მოლის შემდეგ, ახლა უკვე გორში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი, წლის ბოლოს, პირველ მომხმარებელს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის რეგიონში "გორი მოლი" პირველი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სავაჭრო ცენტრია, რომელიც ბიზნესს უნიკალურ შანსს აძლევს აითვისოს ახალი რეგიონის შესაძლებლობები და უკვე ქალაქ გორშიც წარმოადგინონ თავიანთი ბრენდები. ცნობილია, რომ სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება: ჰიპერმარკეტი კარფური, ჯიპისი, ეველაინი, მინისო, მანამო, ოპტიმისტი, ზუმერი, ვაიკიკი, უნო შუზი, დანკინ დონატსი, გასართობი ცენტრი ქრეიზი ჰოლი და სხვები.

ორსართულიან, 15.000 მ2-ზე გაშლილ სავაჭრო ცენტრში მომხმარებელს შოპინგისათვის სასიამოვნო გარემო, საკვები ობიექტები და გასართობი სივრცე დახვდება. გორი მოლის სტუმრებს 150 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე ზონა მოემსახურება.

როგორც „მპ დეველოპმენტის" გაყიდვების ხელმძღვანელი, მარიამ კობალაძე აღნიშნავს, ამ დროისათვის სავაჭრო ცენტრის 68% უკვე გაქირავებულია. მისივე თქმით - მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე, მსხვილ, საერთაშორისო ბრენდთან. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რეგიონში საერთაშორისო ბრენდების შეყვანა და ადგილობრივთა დასაქმებაა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.

პროექტის არქიტექტურას, დიზაინსა და მშენებლობას ასრულებენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონდე, როგორც ქართული ასევე უცხოური კომპანიები. პროექტის ინვესტიცია შეადგენს 30 მლნ ლარს და არის სრულად დაფინანსებული, თიბისი ბანკის მიერ.

ცნობისთვის „მპ დეველოპმენტის" გუნდისათვის ეს საქართველოს მასშტაბით რიგით მე-14 სავაჭრო ობიექტია.

„გორი მოლი“ მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ცხინვალის გზატკეცილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩის კვეთაზე. დამატებით ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანია „მპ დეველოპმენტის" გუნდს: 598 97 55 66.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები