მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გორის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი

BM.GE
24.12.18 09:10
831
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების გაფართოებულ სხდომაზე გორის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინეს და უმრავლესობამ დადებითად შეაფასეს. მერიიდან დოკუმენტი საფინანსო სამსახურის უფროსმა დალი ტლაშაძემ წარადგინა. კლასიფიკაციის მიხედვით, შესაბამის მუხლებს მერიის სხვადასხვა განყოფილებების წარმომადგენლები განმარტავდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის განცხადებით, 2019 წელს, გორის ბიუჯეტს საკუთარი შემოსავლებიდან 7 მლნ ლარის მატება ექნება, რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარიცხულ თანხებს, მისი ინფორმაციით, რეგფონდიდან 10 მლნ ლარი, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდიდან - 4 მლნ ლარამდე.

http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/10113-goris2019tslisbiujetisakhelmtsifofondebidan14mlnlarsmiighebs.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები