მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორის ბიუჯეტი ₾ 2 მლნ 990 ათასით გაიზარდა - რაში დაიხარჯება მომატებული თანხები?

643eab05261f8
ნინო ჩიბჩიური
19.04.23 00:00
717
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთ განსახილველ საკითხს 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა წარმოადგენდა. ფინანსურ დოკუმენტში დამტკიცებულ თანხას დღეს 2 მლნ 990 ათასი ლარი დაემატა და ჯამში 80 მილ 565, 4 ბოლო ლარი შეადგინა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ბიუჯეტში ცვლილება წელს უკვე მეოთხედ შევიდა და ის სხვადასხვა მუხლში გადანაწილდა.

"ეს ბოლო ზრდაა ამ ეტაპისთვის, მანამდეც იყო არა ნაკლები მატება გვქონდა. თითქმის ყოველ თვე იზრდებოდა ბიუჯეტი ახლანდელიზრდა ძირითადად შიდა შემოსულობებითაა განპირობებული (მოსაკრებლები და პრივატიზაციიდან შემოსული თანხები), რაც სხვადასხვა მუხლებში გადანაწილდა", -აღნიშნა დავით რაზმაძემ.

შემოსულობების მატება გასულ თვეს სანებართვო და დაგვა-დასუფთავების მოსაკრებლის გაზრდამ განაპირობა, რაც საკრებულომ წინა თვის სხდომაზე დაამტკიცა.

გაზრდილი შემოსავლებიდან 500 ათასი ლარი ა(ა)იპ სკოლამდელი აღზდის სააგენტოს სუბსიდიას დაემატება, ნახევარი მლნ ლარით სოციალური სამსახურის დაფინანსება გაიზრდება,150 000 ლარი კი კარალეთის დევნილთა დასახლებაში მინი სტადიონის მოწყობას მოხმარდება.

გარდა ამისა, საფინანსო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტმა დამატებით, პირდაპირი კაპიტალური გრანტის სახით, 580 ათასი ლარი მიიღო.

"სახელმწიფოს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის 687 ათასი ლარია გათვალისწინებული გაზრდილ ბიუჯეტში, ასევე საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებით, მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ფინანსთა სამინისტროსთან, რაც საფინანსო სამსახურს სხვადასხვა ვალდებულებას აკისრებს. ამ ვალდებულებების შესრულებისთვის მთავრობამ გამოყო თანხა 580 ათასი ლარის ოდენობით, რაც სხვა შემოსულებობთან ერთად გადანაწილდა ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლში, მათ შორის სოფლების ატენში, ხიდისთავსა და კოშკებში, ქიწნისში, ასევე რკინიგზზის სადგურის დასახლებაში გზების რეაბულიტაციისთვის"- უთხრა BM.GE-ს დალი ტლაშაძემ.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ 2022 წლის შესრულების ანგარიშიც განიხილა, რომლის მიხედვით, შემოსულობებმა გეგმას მლნ ლარით გადააჭარბა და 101% შეადგინა განისაზღვრაბა, ხარჯვით ნაწილში კი შესრულების მაჩვენებელი 83%-ითაა წარმოდგენილი. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებას, აქ შესრულების წილი 75%-ია.

"შესრულების მაჩვენებელი უფრო მაღალია. ეს არის საკასო მაჩვენებელსა და გეგმას შორის შესრულების %, უფრო მაღალი მაჩვენებელია გეგმასა და ვალდებულებებს შორის, რომელიც დაკონტრაქტებული იყო და რიგი მიზეზების გამო ვერ მოხდა საკასო მაჩვენებლის გარზდა."-აღნიშნა საფინანსო სამსახურის უფროსმა დალი ტლაძაძემ.

ამჟამად, 2023 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 80 მლნ 565 ათას 400 ლარითაა წარმოდგენილი, რაც წლის დასაწყისში, თავდაპირველად დამტკიცებულ თანხასთან ( 67 მლნ 467ათასი) შედარებით, 13 მლნ -ითაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები