თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა 28 მაისის ღამიდან დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. შეზღუდვა გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება.
ეზღუდვები ეტაპობრივად განხორციელდება:
- 28 მაისის 23:00 საათიდან 29 მაისის 03:00 საათამდე – გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
- 29 მაისის 03:00 საათიდან 07:00 საათამდე – გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ დროს ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე, რომელიც თავის მხრივ გადაერთვება გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.




























