მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 375 ათასი ლარი არამართლზომიერად დაიხარჯა -აუდიტი

648ea8ab03b15
ალა ისპირიანი
18.06.23 10:55
558
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საბიუჯეტო სახსრები არამართლზომიერად იხარჯებოდა. 

კერძოდ, 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაავთენტური დოკუმენტაციის საფუძველზე თანხები სისტემატურად ირიცხებოდა კონკრეტული ფიზიკური პირის ანგარიშებზე.

შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 375.0 ათასი ლარი არამართლზომიერად დაიხარჯა. მუნიციპალიტეტის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო ფაქტის გამოვლენა და თავიდან აცილება, რაც მის არასათანადო ფუნქციონირებასა და ფორმალურ ხასიათზე მიანიშნებს.

აუდიტის რეკომენდაციით, მერიამ უნდა შეიმუშაოს ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, რომლის საფუძველზეც განხორციელდება შემოსულობების სათანადო პროგნოზირება და ბიუჯეტში მყისიერი ასახვა. ამასთანავე, ბიუჯეტის განწერისას შეიმუშაოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს თავისუფალი ნაშთის დაგროვების პრევენციას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები