გორის მუნიციპალიტეტის მერია 61 ათასი დოლარის გრანტს მიიღებს. გრანტის მიღების უფლება გორის საკრებულოს წევრებმა მერს უკვე მისცეს. რიგგარეშე სხდომაზე საკითხს ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლებმაც მხარი დაუჭირეს. პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მარტა ბიბილაშვილი კურირებს: მისი თქმით, ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია გაიმართება 6 მარტს გრანტის მიზნობრიობაა ექსკავატორ-დამტვირთველის შესყიდვა. აღნიშნული ტექნიკა მოემსახურება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული სასმელი წყლის სისტემის მოვლა - პატრონობას, ამორტიზირებულის სისტემის რეაბილიტაციას, მუნიციპალური შიდა სარწყავი არხების ამოსუფთავებას." - აცხდებს მარტა ბიბილაშვილი.
https://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/10717-goris-meria-iaponur-grants-miighebs.


































