მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, წყლის გადასახადს მხოლოდ გახარჯული ელექტროენერგიის საფასურით მიხედვით იხდიან

BM.GE
08.02.19 09:10
775
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც სასმელი წყლის ინდივიდუალური მრიცხველებია დამონტაჟებული, წყლის გადასახადს მხოლოდ გახარჯული ელექტროენერგიის საფასურით მიხედვით იხდიან. ამის შესახებ ქართლის სტუდიაში მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ტარიელ მაისურაძემ ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, შავშვებში, ქვახვრელში, მარანაში და სხვაგან, მოხმარებული დენის საერთო თანხა იყოფა კომლთა რაოდენობაზე. ტარიელ მაისურაძეც ადასტურებს, რომ ერთი და იგივე რაოდენობის თანხას იხდიან ისინიც, ვინც ცოტა წყალი მოიხმარა. ტარიელ მაისურაძის განმარტებით, სასმელ წყალთან დაკავშირებით, მიმდინარე წელს, დასრულდება კიდეც რამდენიმე პროექტი. ტარიფის დასადგენად გორის მერია სემეკს (მარეგულირებელ კომისიას) 2019 წელს მიმართავს.

 https://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/10532-gorismeriasoflebshisasmelitsylistarifisdasadgenadmushaobs.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები