მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გორში ახალი თეატრის "მანიფესტი" იმართება

აქცია

ახალი თეატრის "მანიფესტი" დღეს, 9 მარტს გორში იმართება. მანიფესტი 19:00 საათზე დაიწყო.

"ახალი თეატრის "მანიფესტი" აგრძელებს რეგიონებში სვლას!

პირველი ტალღა ბათუმი, მეორე ტალღა ზუგდიდი, მესამე ტალღა ქუთაისი, მეოთხე ტალღა ოზურგეთი, მეხუთე ტალღა: გორი

/ 9 მარტი - ქართლი, გორი // 19:00 საათი

შევხვდებით რეგიონებში ",- წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 25 იანვარს, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა თეატრის მანიფესტი წაიკითხა, სადაც დააანონსა, რომ თეატრი რეგიონებში გავიდოდა და ისინი ხალხთან ლაპარაკს აპირებდნენ. ამგვარად, ისინი საპროტესტო აქციების დროს უკანონოდ დაკავებული მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და რეჟიმის სხვა პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. თეატრმა საპროტესტო მანიფესტი ბათუმით დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები