მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორში ევროპის დღე სიმბოლური გარბენით აღინიშნა, მარათონში გორის მერიც მონაწილეობდა

ლადო ხინჩეგაშვილი

გორში ევროპის დღე სახალისო სიმბოლური გარბენით აღინიშნა, რომელშიც გორიც მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც მონაწილეობდა.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარბენის მანძილი 5 კილომეტრი იყო. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის ორგანიზებით მოეწყო.

"ღონისძიებაში, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ, მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ევროპის დღესთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალური ქუჩები საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა", - წერს მერია სოციალურ ქსელში.

ტრადიციულად ევროპის დღე, როგორც ევროკავშირის დაბადების დღე, 9 მაისს აღინიშნება. საქართველო ევროპის დღის აღნიშვნას 2004 წლიდან შეუერთდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები