მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორში „სოფიოგას“ მეორე ფილიალი გაიხსნა

ioga

იოგას ცენტრი “სოფიოგა” გაფართოვდა და გორში, მეორე ფილიალი გაიხსნა. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ ცენტრიs დამფუძნებელმა სოფიო ტალახაძემ განაცხადა.

“იოგის შესახებ ცნობიერების ამაღლება გორში 4 წლის წინ დავიწყე, ამას მოყვა გორის გარეუბანში იოგის სივრცის გახსნა. ჩემდა სასიხარულოდ ისე მომწიფდა ცნობიერება იოგის გარშემო, რომ დადგა კიდევ ერთი ფილიალის გახსნის საჭიროება და მარტის დასაწყისში „სოფიოგას“ მეორე ფილიალი გორის ცენტრში გავხსენით,“ - განაცხადა მან.

სოფიო ტალახაძეს თქმით, "სოფიოგას" მიზანია ადამიანებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, გორის მუნიციპალიტეტის მოწყვლადი ახალგაზრდა ჯგუფების და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ჩართულობა გამაჯანსაღებელ აქტივობებში.

„ორივე ფილიალს ამ ეტაპზე მარტო ვუძღვები. თითოეულ ჯგუფი 12 ადამიანისგან შედგება, ამ ეტაპზე „სოფიოგას“ ფილიალებში 30 ადამიანი ვარჯიშობს. გვაქვს აგრეთვე ონლაინ გაკვეთილებიც, რომელსაც CENN-ის მხარდაჭერით ვახორციელებთ.“ - აღნიშნა სოფიო ტალახაძემ და დასძინა, რომ ცენტრის ორივე ფილიალი სრული დატვირთვით, კვირაში 6 დღე მუშაობს.

მისივე განმარტებით, „სოფიოგას“ გაკვეთილზე ერთჯერადი ვიზიტის ღირებულება 15 ლარია, ხოლო თვიური აბონიმენტის 75-80 ლარი, რაც დამოკიდებულია ვარჯიშების რაოდენობაზე.

„ახალი ფილიალის გახსნასთან ერთად, გაყიდვაში ჩავუშვით ბოქსები სახელწოდებით „5 ელემენტის ქისა“, რომელიც გახლავთ ე.წ. დღის რუტინის ქისა. ბოქსში მოთავსებულია ქართველი მეწარმე ქალების ჯანსაღი პროდუქტები, რაც ადამიანებს შეგრძნებებზე კონცეტრირებაში ეხმარება. „5 ელემენტის ქისის“ ღირებულება 55 ლარიდან იწყება,“ - განაცხადა სოფიო ტალახაძემ.

შეგახსენებთ, იოგას ცენტრი „სოფიოგა“ გორში 7 თვის წინ გაიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები