თხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი ფერმერებისგან უკვე ჩაიბარეს, ახლა კი ექსპორტის აქტიური პროცესი მიმდინარეობს. 2023 წელს, პირველი რვა თვის მონაცემებით, ქართული თხილის ყველაზე დიდი შემსყიდველი იტალიაა, შემდეგია გერმანია და ესპანეთი. სტატისტიკის მიღმა, საინტერესოა როგორი წელი იყო თხილის გადამმუშავებელი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის - რა ტენდენციებია ბაზარზე?
სტუმარი: ბაია სალუქვაძე - GPR Nuts-ის თანადამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად