„გრადა დეველოპმენტის“ ახალი პრემიუმ პროექტის - „გრადა საბურთალოს“ წინასწარი გაყიდვები განსაკუთრებული შედეგით დაიწყო. პროექტში, სადაც ჯამში 230 ბინაა გათვალისწინებული, გაყიდვების დაწყებიდან მხოლოდ ორ დღეში 94 ბინა გაიყიდა.
ამ მასშტაბის საცხოვრებელი პროექტისთვის, ბინების 41%-ის გაყიდვა პრესეილის პირველივე დღეებში ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ბაზარზე პროექტის მიმართ არსებულ განსაკუთრებულ ინტერესზე მიუთითებს.
„ეს შედეგი ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან „გრადა საბურთალო“ ბაზარს ნამდვილად უალტერნატივო უპირატესობებს სთავაზობს. პროექტი ინოვაციური, პრემიუმ კლასის მწვანე კარკასის კონცეფციით შენდება, რაც სრულ ხმის იზოლაციას, ალუმინის ვიტრაჟებს, უმაღლესი ხარისხის იტალიურ გათბობის ქვაბებსა და რადიატორებს, სმარტ-საკეტებსა და ყოველგვარი ფარული ხარჯებისგან თავისუფალ პირობებს გულისხმობს.
ამასთან, მშენებლობა სრულად არის დაფინანსებული „საქართველოს ბანკის“ მიერ, რაც მომხმარებლისთვის ვადებისა და ხარისხის უპირობო გარანტიაა. ამ ნდობას ამყარებს „გრადა დეველოპმენტის“ 10-წლიანი სტაბილური ისტორია, მაღალი ხარისხის მშენებლობა, ლოიალური მომხმარებლების გამოცდილება და პროექტების დროულად დასრულების მრავალწლიანი პრაქტიკა.
წინასწარი გაყიდვების ეტაპზე მომხმარებელთა აქტივობას ხელი შეუწყო გადახდის მოქნილმა პირობებმაც – 32-თვიანმა შიდა უპროცენტო განვადებამ, ყოველგვარი წინასწარი შესატანის გარეშე. სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა პირველივე დღეებში ასეთი მაღალი მოთხოვნა“, - აცხადებს „გრადა დეველოპმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია ლაბაძე.
„გრადა საბურთალო“ კომპანიის ახალი პრემიუმ საცხოვრებელი პროექტია, რომელიც საბურთალოზე თანამედროვე, ხარისხზე ორიენტირებული საცხოვრებელი გარემოს შექმნას ითვალისწინებს.
„გრადა დეველოპმენტი“ პრემიუმ საცხოვრებელი პროექტების განვითარებას აგრძელებს და მომხმარებელს ურბანული ცხოვრების თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ საცხოვრებელ სივრცეებს სთავაზობს.




























