მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Grand Kartal Hotel-ის ხანძრის საქმეზე სასტუმროს თანამშრომლები გაასამართლეს

თურქეთი

თურქულმა სასამართლომ, Grand Kartal Hotel-ში გაჩენილი ხანძრის საქმეზე სასტუმროს მენეჯერსა და მის ოთხ თანამშრომელს, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ დანაშაულში 5 პირი ამხილა. მათ ბრალი დაუდევრობაში ედებათ. სასტუმროს მენეჯერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მის თანამშრომლებს - 7-დან 9 წლამდე.

საქმე ეხება თურქეთში, ბოლუს პროვინციაში მდებარე სასტუმრო კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხანძარი სასტუმროს სამზარეულოში გაჩნდა.

ვარაუდობენ, რომ აღნიშნული განჩინება თურქეთში უსაფრთხოების რეგულაციის გამკაცრებას გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები