მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრანდ ლიგაში და საკვალიფიკაციო ლიგაში მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა

639843ce74e6b
BM.GE
13.12.22 16:45
509
11 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის გრანდ ლიგის და საკვალიფიკაციო ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

სათამაშო დღე გრანდ ლიგით დაიწყო. გახსნით მატჩში „ელპოზო“ „ბაქსვუდს“ დაუპირისპირდა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ქულა მოიპოვა. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. საწყისი ტაიმი „ბაქსვუდმა“ მინიმალური უპირატესობით მოიგო. ოცდამეთექვსმეტე წუთზე „ელპოზომ“ წონასწორობა აღადგინა, ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნა და „ბაქსვუდს“ პირველი ქულები დააკარგვინა.

ტურის სხვა შეხვედრაში „არმიამ“ McGill დიდი უპირატესობით 10-2 დაამარცხა. მატჩის პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა. „ძალოვნების“ ორ გოლს მეტოქემ ერთწუთიან ინტერვალში უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე „არმია“ წინ გავიდა, მეორე ნახევარში კი სხვაობა სოლიდური გახადა და სამი ქულა მოიპოვა.

წლის ბოლო შეხვედრები გაიმართა საკვალიფიკაციო ლიგაშიც. ტური „ბაზისბანკის“ გამარჯვებით დაიწყო, რომელმაც „შიშეჯამს“ 5-1 სძლია. მიღებულ სამ ბურთს „შიშეჯამმა“ პრესტიჟის გოლით ოცდამეექვსე წუთზე უპასუხა, რის შემდეგაც საკუთარ კარში კიდევ ორი მიიღო.

მარტივი გამარჯვება იზეიმა სატურნირო ცხრილის უდანაკარგო ლიდერმა „ლაქტალისმა“ BMG-სთან. „ლაქტალისმა“ პირველ ტაიმში ოთხბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, მეორე ნახევარში კი სხვაობა სოლიდური გახადა, კარი მშრალად შეინახა და საბოლოოდ მეტოქეს 11-0 სძლია.

მესამე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „უკრაინა“ და „ჯაოკენი“ დაუპირისპირდნენ. „უკრაინამ“ მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა, ანგარიშით 8-0.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ბოლო სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18 დეკემბერს გაიმართება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები