"გრანთ თორნთონ საქართველო" შეუერთდა Punchline Profit-ის მხარდამჭერ კომპანიებს. ეს არის საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ, რომელიც მეწარმეებსა და ბიზნესლიდერებს რეალურ გამოწვევებზე, გამოცდილებასა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე გულწრფელი დიალოგის სივრცეს სთავაზობს.
Punchline Profit-ის უნიკალური ფორმატი ბიზნესზე განსხვავებული პერსპექტივიდან საუბრობს. თითოეულ ეპიზოდში სტუმარი საკუთარ რეალურ ბიზნესგამოწვევას წარადგენს, ხოლო დისკუსიის ფარგლებში, გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად, განიხილავს შესაძლო მიდგომებსა და გადაწყვეტილებებს. შოუს მთავარი ღირებულება ღიაობა, გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკულ მაგალითებზე დაფუძნებული სწავლებაა.
გრანთ თორნთონ საქართველო-სთვის ბიზნესგარემოს განვითარება, ცოდნის გაზიარება და მეწარმეობის მხარდაჭერა კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, კომპანია მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესსაზოგადოების გაძლიერებას, პროფესიული დიალოგის განვითარებასა და წარმატებული გამოცდილების გაზიარებას.
„გვჯერა, რომ ძლიერი ბიზნესგარემო იქმნება მაშინ, როდესაც კომპანიები არა მხოლოდ წარმატებებზე, არამედ გამოწვევებსა და მიღებულ გამოცდილებაზეც ღიად საუბრობენ. სწორედ ასეთი პლატფორმები ქმნის სივრცეს ახალი იდეებისთვის, ცოდნის გაზიარებისა და ბიზნესის განვითარებისათვის,“ - აცხადებს გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორი, პაატა შურღაია, რომელიც ასევე შოუს თანაწამყვანი იყო მესამე ეპიზოდში.
Punchline Profit-ის ეპიზოდების და კონტენტის ნახვა, Youtube-ის გარდა, სხვა ონლაინ პლატფორმებზეც არის შესაძლებელი, მათ შორის: Facebook-ზე, Instagram-ზე, LinkedIn-სა და TikTok-ზე. შოუ მაყურებელს ბიზნესზე სრულიად ახალ ფორმატს სთავაზობს - რეალურ ისტორიებს, პრაქტიკულ გამოცდილებასა და აქტუალურ დისკუსიებს, რომლებიც თანამედროვე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ააერთიანებს.
გრანთ თორნთონის შესახებ
გრანთ თორნთონი საქართველო საერთაშორისო ქსელ Grant Thornton International-ის წევრი კომპანიაა და საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს აუდიტის, საგადასახადო, იურიდიულ და ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურებას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მოქმედი ორგანიზაციებისთვის. მრავალწლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, Grant Thornton Georgia ეხმარება კომპანიებს მდგრად განვითარებაში, ეფექტური მართვის სისტემების დანერგვასა და ბიზნესის გრძელვადიანი ღირებულების შექმნაში.
თორნთონის შესახებ
გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით დინამიკურ ორგანიზაციებს ეხმარებიან სტრატეგიული მიზნების მიღწევაში, ზრდასა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში. გრანთ თორნთონის პარტნიორები და პროფესიონალები მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის ორგანიზაციებთან, რათა სიღრმისეულად გაიაზრონ მათი საქმიანობის სპეციფიკა, არსებული გამოწვევები და შესთავაზონ პრაქტიკულ გამოცდილებასა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. საქართველოში გრანთ თორნთონი 2005 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს აუდიტის, საგადასახადო, იურიდიულ და ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურებას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. დღეს გრანთ თორნთონის საერთაშორისო ქსელი აერთიანებს 80,000-ზე მეტ პროფესიონალს 150 ქვეყანაში, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ღირებულებას კლიენტებისთვის, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.


























