მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გრანთ თორნთონ საქართველომ“ ფოთში ახალი რეგიონული ოფისი გახსნა

„გრანთ თორნთონ საქართველომ“ ფოთში ახალი რეგიონული ოფისი გახსნა
24.11.26 13:35
• 85

13 ნოემბერს ქალაქ ფოთში „გრანთ თორნთონ საქართველოს“ ახალი ოფისი საზეიმოდ გაიხსნა. ეს კომპანიის მეორე ოფისია საქართველოში. ღონისძიებას კომპანიის კლიენტები, ადგილობრივი ბიზნესის და ქალაქ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გრანთ თორნთონი, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან საქმიანობს, აგრძელებს განვითარებას და რეგიონებში პროფესიული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ფოთში ახალი ოფისის გახსნა კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ ბიზნესებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, მათი საჭიროებების უკეთ გაცნობასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

ფოთი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპორტო და ლოგისტიკური ცენტრი, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ქალაქის სტრატეგიული მდებარეობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ეკონომიკური პოტენციალი ხელსაყრელ გარემოს ქმნის ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების საქმიანობისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის.

„ფოთში ახალი ოფისის გახსნა ჩვენი კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. გვჯერა, რომ რეგიონებში ბიზნესის გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უფრო ახლოს ვიყოთ ადგილობრივ მეწარმეებთან, უკეთ გავეცნოთ მათ საჭიროებებს და ჩვენი საერთაშორისო გამოცდილებითა და პროფესიული ცოდნით ხელი შევუწყოთ მათ წარმატებას. დარწმუნებული ვართ, რომ ფოთის ოფისი ახალი პარტნიორობებისა და შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელოვანი სივრცე გახდება“, - აღნიშნა გრანთ თორნთონის მმართველომა პარტნიორმა პაატა შურღაიამ.

„ფოთში საერთაშორისო კომპანიის, გრანთ თორნთონის წარმომადგენლობის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქალაქისთვის. ეს ადგილობრივ ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლოს საერთაშორისო გამოცდილებითა და მაღალი ხარისხის პროფესიული მომსახურებით. მსგავსი კომპანიების საქმიანობა ხელს უწყობს ახალი საქმიანი კავშირების დამყარებას და ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენას. მივესალმებით გრანთ თორნთონის გადაწყვეტილებას და მოხარულები ვართ, რომ ასეთი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია ფოთში იწყებს საქმიანობას"- აღნიშნა ქალაქ ფოთის მერის მოადგილემ ლექსო თოდუამ.

ახალი ოფისის საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომპანიებს, უფრო მარტივად ისარგებლონ გრანთ თორნთონის პროფესიული სერვისებით აუდიტის, საგადასახადო და იურიდიული, საბუღალტრო მომსახურებისა და ბიზნესსაკონსულტაციო მიმართულებებით.

„ფოთი თავისი სტრატეგიული მდებარეობითა და ეკონომიკური პოტენციალით საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნესცენტრია. ჩვენ გვჯერა, რომ პროფესიული მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც, სადაც ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს. ჩვენი მიზანია, ადგილობრივ კომპანიებს შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება, გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება და დავეხმაროთ მათ არსებული გამოწვევების დაძლევასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებაში. გვინდა, რომ ფოთის ოფისი ადგილობრივი ბიზნესისთვის საიმედო პარტნიორი გახდეს“, - აღნიშნა გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ.

კომპანიისთვის რეგიონული განვითარება მხოლოდ კომერციული საქმიანობის გაფართოებას არ გულისხმობს. „გრანთ თორნთონი“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი ბიზნესგარემოს გაძლიერებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ფოთში ოფისის გახსნით კომპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს რეგიონში მოქმედი ბიზნესების კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.

გრანთ თორნთონი ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო პროფესიული მომსახურების ქსელია, რომლის წევრი ფირმები მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში კლიენტებს აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობენ. საქართველოში კომპანია 20 წელზე მეტია რაც წარმატებით საქმიანობს და ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ პროფესიულ მომსახურებას უზრუნველყოფს.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თითოეულ სტუმარს, ვინც ეს მნიშვნელოვანი დღე ჩვენთან ერთად გაიზიარა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ახალი ისტორია ფოთში სწორედ მათთან ერთად დავიწყეთ!

„გრანთ თორნთონ საქართველოს“ ფოთის ოფისი მდებარეობს მისამართზე: ქალაქი ფოთი, 26 მაისის ქუჩა №4. T+ 995 332 604 406 +995 595 595 284; +995 557 535 789;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები