მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გრანტების მოზიდვაზე ევროკავშირის სხვადასხვა უწყებებთან მუშაობა არ მიმდინარეობს - კაკაურიძე

ფინანსთა სამინისტრო

"ოცნების" მთავრობაში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ თქვა, რომ გრანტების მოზიდვაზე ევროკავშირის სხვადასხვა უწყებებთან მუშაობა არ მიმდინარეობს და მხოლოდ კრედიტების ნაწილში მიმდინარეობს მუშაობა, რომელსაც თან სდევს მერე გრანტები. ამ მიმართულებით 2026 წლის ბიუჯეტში, დაახლოებით, 50 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.

ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის გიგა ფარულავას კითხვას.

"2025 წლის ბიუჯეტში ვერ ნახავთ ბიუჯეტის მხარდამჭერ გრანტებს. ამაზე ჩვენ არ ვმუშაობთ.

დღეის მდგომარეობით, გრანტების მოზიდვაზე ევროკავშირის სხვადასხვა უწყებებთან მუშაობა არ მიმდინარეობს, ვინაიდან გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების ნაწილში არ გვექნება. თუმცა, კრედიტების ნაწილში, რომელსაც თან სდევს მერე გრანტები, წელსაც არის დაახლოებით 50 მილიონ ლარამდე გათვალისწინებული და ეს ყოველთვის იქნება, რომელიც კონკრეტულ პროექტებზეა მიბმული.

ვგულისხმობ ინფრასტრუქტურას, სადაც გრანტების კომპონენტიც არის ჩართული", - განაცხადა კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონს, მეორე მოსმენით იხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები