მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრანტის მართვის სააგენტო Facebook და Instagram რეკლამას 20 300 ლარად ყიდულობს

სოციალური ქსელი facebook instagram ფეისბუქი ინსტაგრამი

სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ რეკლამაში 20 300 ლარს გადაიხდის. დოკუმენტაციის მიხედვით, მიზანი მაქსიმალურად განახლებული და სანდო ინფორმაციის მიწოდებაა საზოგადოებისთვის, მათ შორის მიმდინარე და დაგეგმილი საგრანტო კონკურსების, პროექტებისა და სააგენტოს საქმიანობის შესახებ.

შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდება და, როგორც დოკუმენტებშია მითითებული, ერთადერთი მიმწოდებელი თავად აღნიშნული პლატფორმებია, რაც მათ ექსკლუზიური სტატუსით აიხსნება. გადაწყვეტილება მიღებულია იმ გათვლით, რომ საქართველოში ამ ორ ქსელს უდიდესი მომხმარებლური ბაზა აქვს, რაც მას ეფექტურ საკომუნიკაციო არხად აქცევს.

დოკუმენტის მიხედვით, მსგავსი მომსახურება ალტერნატიულად სხვა პლატფორმებზე ვერ განხორციელდება. პირველ რიგში, მომხმარებლების სიმრავლის, ასევე სამიზნე აუდიტორიების დახვეწილად შერჩევის შესაძლებლობის გამო. სააგენტო მიიჩნევს, რომ სხვა სოციალური არხები ვერ უზრუნველყოფენ იმავე მასშტაბისა და სიზუსტის კომუნიკაციას, რაც ამ შემთხვევაშია შესაძლებელი.

რაც შეეხება ხელშეკრულების ვადებს, მომსახურება 2025 წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება და ინტერნეტით გამოწერის პრინციპით წარიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები