PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის აპრილში გაგრძელდა ზრდის ტენდენცია იმ ადამიანების წილში, რომელთა თვიური ხელფასი 2400 ლარი ან მეტია. პუბლიკაციის მიხედვით, ასეთი ადამიანების რაოდენობა წლიურად 5.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მთლიანი დასაქმებულების 27% შეადგინა. ზრდა კიდევ უფრო მაღალია 2022 წლის აპრილთან შედარებით - 9 პროცენტული პუნქტი.
ამასთან, წლიურად 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 9 600 ლარის ან მეტი ანაზღაურების მქონე ადამიანების რაოდენობა და მათი წილი 2.5%-ია. მაჩვენებელი 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით მეტია.
საპირისპიროდ, 2024 წლის აპრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა 600 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანის რაოდენობა და შედეგად, მათი წილი 15.1%-ს გაუტოლდა. 2022 წლის აპრილის მაჩვენებელთან შედარებით, კლება 7.7 პროცენტული პუნქტია.
აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-ით არის გაზრდილი.