მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრემის გარდაცვალება გულის დაავადებას უკავშირდებოდა - სენატორი ოფისი

ლინდსი გრემი

კოლუმბიის ოლქის სამედიცინო ექსპერტის წინასწარი მონაცემებით, სენატორ ლინდსი გრემის მოულოდნელი გარდაცვალება გულის პრობლემას უკავშირდება. ეს ინფორმაცია სენატორის ოფისმა გაავრცელა.

გრემის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 12 ივლისს გავრცელდა. ის სამხრეთ კაროლინელი სენატორი იყო, 1992 წლიდან 2002 წლამდე კი წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო ამავე შტატიდან. გრემი ბოლო პერიოდში იყო სენატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა არაერთი კომიტეტის წევრი. გრემი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რესპუბლიკელ სენატორად და უკრაინის დიდ მხარდაჭერად მიიჩნეოდა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას უჭერდა მხარს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ის კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები