მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GREMO 2026 - გეგმები & პარტნიორები - უძრავი ქონების ფორუმი ბათუმში 12 ივნისს

12 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო COURTYARD BY MARRIOTT-ში, BMG-ისა და დეველოპერული უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია PROSPECT-ის ორგანიზებით, უძრავი ქონებისა და დეველოპერული სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება GREMO 2026 გაიმართება.GREMO უკვე მეშვიდედ მოუყრის თავს დეველოპერული სექტორის ლიდერებს, ინვესტორებს, ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარების პერსპექტივებსა და სტრატეგიულ მიმართულებებზე იმსჯელონ. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა საქართველოში მაღალი კლასის კურორტებისა და თანამედროვე დეველოპერული პროექტების განვითარებაა. დისკუსიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდება საქართველოს ზღვისპირეთის, განსაკუთრებით კი აჭარის, პრემიუმ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბების შესაძლებლობებზე, მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტების მოზიდვის სტრატეგიებზე, საერთაშორისო პრაქტიკასა და წარმატებული კურორტების განვითარების მოდელებზე. ღონისძიებაში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სპიკერებიც. მათ შორის არიან Aimbridge Hospitality-ის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი არმინ ებერჰარდი და ARUP Group-ის ურბანული დაგეგმარების უფროსი სპეციალისტი მუსტაფა აი. ისინი აუდიტორიას გაუზიარებენ გამოცდილებას კურორტების განვითარების, ჭკვიანი ქალაქების კონცეფციისა და კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში გრემოს უცვლელი პარტნიორი „თიბისი კაპიტალი“ უძრავი ქონების ბაზრის მიმდინარე ტენდენციების კვლევას წარადგენს, ხოლო Cushman & Wakefield Veritas საერთაშორისო სანაპირო ქალაქების განვითარების გამოცდილებასა და თანამედროვე სტანდარტებზე ისაუბრებს. პრემიუმ კურორტების შექმნაში საინჟინრო სისტემების მნიშვნელობაზე კი Infinity Ventures Holding-ის წარმომადგენლები გაამახვილებენ ყურადღებას.

GREMO 2026-ის პროგრამა წელს რამდენიმე სიახლესაც მოიცავს. პირველად გაიმართება HARD Talk, დისკუსია სფეროს წამყვანი მოთამაშეების მონაწილეობით. ასევე პანელური განხილვა თემაზე: „კონცეფციიდან ექსპლუატაციამდე, როგორ იქმნება პრემიუმ კურორტი“. ღონისძიების დასასრულს ტრადიციულად გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, „ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის“, რომლის ფარგლებშიც გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტი“ სექტორის გამორჩეულ წარმომადგენლებს დაასახელებს.

კონფერენციის წარმდგენია ტრადიციულად ჩვენი პარტნიორი სამშენებლო დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“. GREMO 2026-ის გენერალური სპონსორები არიან „ამბასადორი აილენდ ბათუმი“, „იელთი ჯგუფი“, „მზიური დეველოპმენტი“, „ბაუმერი“, „იტონგ კავკასუსი“ და „საქკაბელი“. ასევე სპონსორები არიან „დრიმლენდ ოაზის ჩაქვი“, Symbol Development და „კონსოლ ჰოლდინგი.“ მხარდამჭერების სიაშია „თიბისი კაპიტალი,“ „Cushman & Wakefield Veritas,“კომპანია „მაქსთერმი,“ „კნაუფი“ და „კერხერი.“

ვაპირებთ, ღონისძიების ბოლოს შედარებით განვიტვირთოთ ამ ჩვენს არაჩვეულებრივ პარტნიორებთან ერთად და ამაში დაგვეხმარება გრემოს ღვინის პარტნიორი, ვიტყოდი საღამოს მასპინძელი ღვინის ბრენდი იქნება Schuchmann Wines Georgia. საზოგადოებამ იცის რომ კომპანიამ ღვინის წარმოებასთან ერთად შექმნა აგრო-დეველოპმენტის მოდელი, სადაც ღვინის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან და ქართული ენდემური ჯიშების ვენახებთან, ინტეგრირებულია მაღალი კლასის ვილები და თაუნჰაუსები.

მოკლედ ასე, რა გითხრათ - მადლობა პარტნიორობისთვის და მადლობა ნდობისთვის კიდევ ერთხელ გრემოს მხარდამჭერებს, სპონსორებს, წარმდგენებს. ერთი რაც ვიცი BMG და პროსპექტის ეს ერთობლივი პროექტი შედგა და შედგა წარმატებითაც. დარწმუნებულია ვარ გრემო 2026 რომლის სრული ტრანსლირება მოხდება BMG-ზე და მომზადდება უამრავი ინტერვიუ, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ღონისძიება იქნება ბათუმში, ასე რომ შეხვედრამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები