გრენლანდიაში ყინული 1990-იანი წლების შემდეგ შვიდჯერ უფრო სწრაფად დნება. ამის შესახებ მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი აცხადებს, რომლებიც უკვე 26 წელზე მეტია თანამგზავრიდან აკვირდენიან ყინულის დნობის პროცედურებს.
მათი განცხადებით, ისინი ასევე მონიტორინგს უწევენ გრენლანდიის დნობის გამო ზღვის დონის მატების პროცესს, რაც დამაიმედებელი პროგნოზების საშუალებას არ იძლევა. კერძოდ, საუკუნის ბოლოსთვის მხოლოდ გრენლანდიის დნობა გამოიწვევს ოკეანეში წყლის დონის დამატებით 7 სანტიმეტრით გაზრდას. ეს კი მილიონონით ადამიანს, რომლებიც ზღვისპირა რეგიონებში ცხოვრობენ, დატბორვის რისკების წინაშე აყენებს.