მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გრენლანდია არ იყიდება - დანიის პრემიერსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

მეტე ფრედერიკსე

დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

დანიის პრემიერის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებსა და გრენლანდიას.

„საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის, მუტე ეგედეს განცხადებას, რომ გრენლანდია არ იყიდება და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილება თავად გრენლანდიამ უნდა მიიღოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დანიის მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, არქტიკის უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოს და რომ „დანიური კომპანიები ხელს უწყობენ აშშ-ში ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას“.

„საუბრისას ასევე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარება და ჩინეთთან ურთიერთობები“, – აღნიშნულია დანიის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, აშშ-ის კონგრესში დაიწყეს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც ქვეყნის მიერ დანიის სამეფოს საკუთრებაში არსებული კუნძულის, გრენლანდიის გამოსყიდვას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები