მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გრინ ვილიჯი“ - საქართველოს ბანკის ხელშეწყობით წამოწყებული და განვითარებული პროექტი

605c962f0b6d9
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.21 09:40
1926
1 წელია რაც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში მეცხოველეობის ფერმა „გრინ ვილიჯი“ ამოქმედდა. მეურნეობა წლიურად 30 000 კგ საქონლის ხორცს აწარმოებს, რომელიც აგროჰაბის, გუდვილის, კარფურის და სხვა ქსელურ მაღაზიებში იყიდება.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დირექტორი თორნიკე ზანდუკელი ამბობს, კომპანიამ ბიზნესი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წამოიწყო და დღემდე საქმიანობის გაფართოებისა და განვითარებისას ფინანსური პარტნიორის ხელშეწყობით სარგებლობს.

„ბანკი ბიზნესის გაფართოება - გაძლიერებაში ხელს 100%-ით გვიწყობს. დღემდე საქართველოს ბანკმა ჩვენს ბიზნესში დაახლოებით 0.5 მლნ ლარის ინვესტირება გააკეთა და ბიზნესის წარმოება ბანკის ჩართულობის გარეშე გაგვიჭირდებოდა“, - აღნიშნა „გრინ ვილიჯის“ დირექტორმა.

კომპანია აღნიშნულ მაჩვენებლებზე გაჩერებას არ აპირებს და უახლოეს პერიოდში მეურნეობის განვითარებისთვის რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მათი საინვესტიციო ღირებულება 300 000 ლარამდეა, რომელსაც „გრინ ვილიჯი“ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

„დღეისთვის ფერმის გაფართოებას ვგეგმათ, რაც პირველ რიგში საქონლის სულადობის 150-დან 250-მდე გაზრდას გულისხმობს. ეს პროექტი ჩვენი გათვლებით დაახლოებით ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც შემოდგომისთვის, თბილისში, „გრინ ვილიჯის“ ბრენდის ქვეშ მაღაზიის გახსნა იგეგმება.

მნიშვნელოვანია, რომ გაფართოების შემდეგ მეურნეობის წარმადობა 50 000 კგ-მდე გაიზრდება“, - თქვა თორნიკე ზანდუკელმა.

კომპანიის გრძელვადიან გეგმებში კი ხორცპროდუქტების - ძეხვის, სოსისის და სხვა პროდუქტების წარმოების დაწყებაა, რომლის ინვესტიცია 0.5 მლნ ლარია. თორნიკე ზანდუკელი ამბობს, რომ აღნიშნულ პროექტსაც სანდო ფინანსურ პარტნიორთან თანამშრომლობით განახორცილებენ.

„თუ სოფლის მეურნეობის დარგში ბიზნესის წამოწყების რესურსი და სურვილი გაქვთ საქართველოს ბანკის, ამ მიმართულებით, კერძო სექტორის სანდო პარტნიორია. გვქონდა შემთხვევები, როდესაც საქონლის შესაძენად ფინანსები მოულოდნელად დაგვჭირდა და ბანკმა მიმდინარე ფინანსური ვალდებულების მიუხედავად, დამატებითი რესურსი მარტივად დაგვიმტკიცა. ამან საქმის წარმოება გაგვიადვილა და ბიზნესი განავითარა. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს საქმის გაკეთება და ბიზნესის წამოწყება სურს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერა ამ მხრივ დიდია“, - განაცხადა კომპანია „გრინ ვილიჯის“ დირექტორმა.

საქართველოს ბანკში კი ამბობენ, რომ აქტიურად უჭერენ მხარს ბიზნესს განვითარებაში, მათ შორის აგრომეურნეობის მიმართულებით.

„საქართველოს ბანკი მუდმივად მზადაა მხარი დაუჭიროს ისეთ პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას ისახავენ მიზნად. ამჯერად ჩვენი თანამონაწილეობით ფერმა მოეწყო. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილების შექმნაში და ეკონომიკის განვითარებაში”, - აცხადებენ ბანკში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები