მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გრინვეი აკადემიაში“ საპილოტე ტრენინგები დაიწყო

„გრინვეი აკადემიაში“ საპილოტე ტრენინგები დაიწყო
01.04.24 18:32
610

USAID-სა და „გრინვეი საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობით შეიქმნა „გრინვეი აკადემია“, რომლის ფარგლებშიც არამარტო გრინვეისთვის, არამედ მთელი ინდუსტრიისთვის იქნება შესაძლებლობა ერთიანი სტანდარტებით მომზადდეს და გადამზადდეს ავტომობილის ინსპექტირების სპეციალისტები.

პროექტის ფარგლებში უკვე დაიწყო შემუშავებული სასწავლო მოდულის მიხედვით „გრინვეი საქართველოს“ თბილისისა და რეგიონების ინსპექტორების საპილოტო ტრენინგები. საპილოტე ტრენინგის ფარგლებში სულ ოთხი ჯგუფი გადამზადდება, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

გადამზადება განხორციელდება სასწავლო პლატფორმის academy.greenway.ge შემეცნებითი და სასწავლო ვიდეო გაკვეთილებით. პროექტის ფარგლებში გადამზდნენ ტრენრებიც.

საერთაშორისო პარტნიორების და USAID-ის პროგრამის დახმარებით ტექინსპექტირების რეფორმის ფარგლებში კადრების მომზადების საკითხი ახალ ეტაპზე გადავა და ხელს შეუწყობს ევროპული, მაღალი სტანდარტების დანერგვას. „გრინვეი საქართველომ“ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში, თავის საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან (APPLUS, CITA, “ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“) ერთად შექმნა „გრინვეი აკადემია“, რომლის ფარგლებშიც

  • შეიმუშავა ტრენინგ მოდულები, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს საკანონმდებლო ბაზის მოთხოვნებთან;
  • შექმნა შემეცნებითი და სასწავლო ვიდეოები (დაწყებული მანქანის აგებულებიდან, დამთავრებული უშუალოდ სტანდარტების მიხედვით ტექინსპექტირების დეტალური პროცესით),
  • შექმნა უნიკალური ონლაინ პლატფორმა greenway.ge, სადაც განთავსდება სასწავლო და საატესტაციო მასალა, როგორც ტრენერებისთვის, ასევე მსმენელებისთვის. პლატფორმის მეშვეობით გაიზრდება საგანმანათლებლო სერვისებზე წვდომა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადაამზადა ტრენერების ჯგუფი;
  • პროექტის ფარგლებში ასევე დაიწყო საპილოტე ტრენინგების ჩატარება თბილისის და რეგიონის ინსპექტორებისთვის.

საქართველოში ავტომობილების ტექინსპექტირების რეფორმა 5 წლის წინ დაიწყო. სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებაა. შესაბამისად, პროფესია - ტექინსპექტირების ინსპექტორიც ქვეყნისთვის ახალია და საჭიროებს ახალი კადრების ფორმირებასდა ერთიანი სტანდარტების დანერგვას, მთლიანად სექტორისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები