მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრიპის ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

აცრა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის/ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა პოლიკლინიკებში და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა", - იტყობინება ჯანდაცვის სამინისტრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები