მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად გვჭირდება“ - მამუკა მურჯიკნელი

63112191cff48
ალა ისპირიანი
02.09.22 01:07
1068
Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორის მამუკა მურჯიკნელის თქმით, საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად სჭირდება.

როგორც მან „საქმიან დილაში“ განაცხადა ამ მიმართულებით განვითარებისთვის, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის ერთობლივი მუშაობაა საჭირო.

„ჩვენ გვაქვს ბათუმის და ფოთის პორტი, მაგრამ არის მოთხოვნა და გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი. აუცილებელია, რომ ახალი შესაძლებლობები გვქონდეს და ამისთვის საჭიროა ღრმაწყლოვანი პორტი. სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ და წინ წავიდეთ“, - ამბობს იგი.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჯერ კიდევ შეჩერებულია. პორტის ახალი ინვესტორის შესარჩევი ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები